20 ქულა – მამუკელაშვილის ყველაზე შედეგიანი თამაში ბაქსში

დღეს, ღამით, “მილოუკი ბაქსმა” საზაფხულო ლიგის ბოლო თამაში “დენვერთან” გამართა და 87:94 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის მოქმედი ჩემპიონის რიგებში მორიგი შესანიშნავი მ შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 22 წუთში 20 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ “ბაქსის” ახალწვეულისთვის ეს ყველაზე შედეგიანი თამაში იყო.

მამუკელაშვილი “მილოუკის” ოფიციალურმა გვერდმა “დენვერთან” დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.

20 ქულა – მამუკელაშვილის ყველაზე შედეგიანი თამაში ბაქსში

სტატიის ავტორი
-