Belive

დუდა სანაძემ პოლონეთში გაიბრწყინა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, დუდა სანაძემ “რადომში” გადასვლის შემდეგ მესამე მატჩი გამართა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. პოლონური ლიგის მოწინავე სამეულში მყოფ “გდინიასთან” გასვლით მატჩში სანაძემ 24 ქულა ჩააგდო და თავის გუნდში საუკეთესოც იყო. “გდინიამ” შეხვედრა 100:73 მოიგო. სანაძის კარგმა თამაშმა "როდომს" გამარჯვება ვერ მოუტანა. სანაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 31 წუთი გაატარა. 24 ქულასთან ერთად ქართველმა ლეგიონერმა 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. 17 ტურის შემდეგ “რადომს” 5 გამარჯვება აქვს და 16-გუნდიან უმაღლეს ლიგაში მე-12 ადგილზეა. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი 2 თებერვალს, საკუთარ დარბაზში შჟეჩინის “კინგთან” გამართავს. დუდა სანაძეს პოლონეთის ლიგაში გამართულ 3 მატჩში 65 ქულა აქვს ჩაგდებული.

სხვა სტატიები