27 ქულა ბარსელონას წინააღმდეგ – შერმადინი კვლავ საუკეთესოა! | VIDEO

ესპანეთის ლიგა ენდესას (ACB) 30-ე ტურის შეხვედრაში, “ბარსელონა” “ტენერიფეს” დაუპირისპირდა. ბარსელონაში, “პალაუ ბლაუგრანაზე” გამართული დაძაბული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 69:65 დასრულდა.

“ტენერიფეს” შემადგენლობაში კვლავ გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 25:21 წუთში, 27 ქულისა და 5 მოხსნის მოგროვება შეძლო. ქართველმა ცენტრმა მორიგი ბრწყინვალე მატჩის მიუხედავად, საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა, თუმცა ლიგა ენდესას ყურადღება დაიმსახურა.

“ბარსელონასთან” ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ტურის 3 საუკეთესო კალათბურთელს შორის ზედიზედ მესამედ მოხვდა. 33 წლის გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ქართველი ცენტრი პარკეტზე საშუალოდ 24:17 წუთს ატარებს და ამ დროის განმავლობაში, 15.4 ქულასა და 6.1 მოხსნას აგროვებს.

27 ქულა ბარსელონას წინააღმდეგ – შერმადინი კვლავ საუკეთესოა! | VIDEO

სტატიის ავტორი
-