Belive

28 ქულა და თამაშის MVP - მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი G ლიგაში

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს, გამთენიისას, G ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის "ვისკონსინი" "ვინდი სიტის" დაუპირისპირდა და 8 ქულის სხვაობით, 124:116 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელნა, რომელიც "მილოუკი ბაქსის" სარეზერვო გუნდის წევრია, პარკეტზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 26 ქულა, 6 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. 22 წლის ფორვარდმა 7-დან 5 სამქულიანი, ხოლო 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ჯამში კი 16-დან 11 სროლა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ სანდრო "ვინდი სიტისთან" მატჩის MVP გახდა. გარდა ამისა, სანდრომ ბოლო მეოთხედში 14 ქულა ჩააგდო, რამაც "ვისკონსინსის" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

სანდროს საუკეთესო მომენტები მატჩიდან:

სხვა სტატიები