Belive

3 სამქულიანი - გოგას შესანიშნავი თამაში იუტასთან

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

16 აპრილს NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა "ინდიანა პეისერსმა" სტუმრად "იუტა ჯაზთან" გამართა და 119:111 დამარცხდა. შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა გოგა ბითაძემ. ქართველმა ცენტრმა 12 წუთში 13 ქულა (4-დან 3 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) ჩააგდო. გარდა ამისა, მან 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. სამწუხაროა, რომ "ინდიანას" მთავარ მწვრთნელს გოგას გამოყენება გაცილებით მეტად შეეძლო. 20 წლის ცენტრს პირველ ტაიმში მოედანზე გატარებულ 8 წუთში 10 ქულა ჰქონდა, თუმცა დაპირისპირების მეორე ნახევარში ძალიან ცოტა ითამაშა.

სხვა სტატიები