Belive

4 ანტეტოკუნმპო - საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საბერძნეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისა და ევრობასკეტი 2022-ისთვის, წინასწარი განაცხადი გამოაქვეყნა. ბერძენთა განაცხადში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი და 2-გზის MVP-ი იანის ანტეტოკუნმპო დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ იანისს ბერძენთა მაისური 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არ მოურგია. საბერძნეთის ნაკრების 23 კაციან განაცხადში იანის ანტეტოკუნმპოსთან ერთად მისი სამივე ძმა მოხვდა. თანასისი, კოსტასი და ალექს ანტეტოკუნმპოები იანისთან ერთად, საბერძნეთის ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმარებიან. ბერძენთა 23-კაციან განაცხადში ისეთი სახელოვანი კალათბურთელები მოხვდნენ, როგორიცაა: ნიკ კალატესი, კოსტას სლუკასი, იანის პაპაპეტროუ, კოსტას პაპანიკოლაუ, გიორგოს პაპაგიანისი და ნაკრებში ახლად დამატებული "დალასის" მცველი ტაილერ დორსი.

საბერძნეთის კალათბურთელთა ნაკრების სრული შემადგენლობა

ნიკ კალატესი, კოსტას პაპანიკოლაუ, კოსტას სლუკასი, იანის ანტეტოკუნმპო, გიორგოს პაპაგიანისი, თანასის ანტეტოკუნმპო, დიმიტრის აგრავანისი, ლეონიდას კასელაკისი, ლეფტერის ბოჰორიდესი, კოსტას ანტეტოკუნმპო, მიჰალის ლუნტზისი, ტაილერ დორსი, პაპაგიოტის კალაიტზაკისი, დიმიტრის მორაიტისი, ნიკოს ჩუგკასი, კოსტის გონტიკასი, იანის კუზელოღლუ, ალექს ანტეტოკუნმპო, ლეფტერის მანტზუკასი, ომიროს ნეტზიპოღლუ, გიორგოს ტანულისი.

სხვა სტატიები