Belive

4 გუნდი NBA-ს ბოიკოტს უცხადებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ბოიკოტი სეზონს - NBA-ს 4 გუნდი აშშ-ში განვითარებული მოვლენების გამო პარკეტზე გასვლას არ აპირებს. როგორც მოგეხსენებათ, ვისკონსინის შტატში პოლიციელებმა აფროამერიკელი ჯეიკობ ბლეიკი დაჭრეს, რასაც ქვეყანაში კვლავ პროტესტი მოჰყვა. პროტესტის ტალღა "მილოუკის" კალათბურთელებისგან დაიწყო. "ბაქსის" წევრებმა "ორლანდოს" წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ბოიკოტს თავად მეტოქე გუნდის მოთამაშეებიც შეუერთდნენ. დღის მეორე დაპირისპირება "ჰიუსტონსა" და "ოკლაჰომას" შორის უნდა ჩატარებულიყო, თუმცა აღნიშნულმა გუნდებმაც განაცხადეს, რომ პარკეტზე გასვლას არ აპირებენ.

სხვა სტატიები