Belive

5 ქულა 5 წუთში - მამუკელაშვილმა დეტროიტის დამარცხებაში მიიღო მონაწილეობა | VIDEO

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში, აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი მოქმედ ჩემპიონს დაუხვდა. "დეტროიტი" "მილუოკის" დაპირისპირება მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 89:117 დასრულდა. სანდრო მამუკელაშვილს "მილუოკის" რიგებში სათამაშო დრო კვლავ მიეცა - ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 5:35 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 5 ქულის დაგროვება შეძლო. მამუკელაშვილმა ერთი 2-ქულიანი სროლა შეასრულა, შემდეგ კი პირად აქტივს ზუსტი 3-ქულიანიც დაუმატა.

სხვა სტატიები