Belive

დევიდ ბექჰემმა კობი ბრაიანტის ტრაგიკულ ამბავს ვრცელი სტატუსი მიუძღვნა

4 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
ინგლისური ფეხბურთის სახე დევიდ ბექჰემი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმაურება. "დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ რაიმეს დაწერა მომეხერხებინა. სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის აღსაწერად თუ რა დოზით განვიცადე კობის ტრაგიკული გარდაცვალება. ის იყო განუმეორებელი სპორტსმენი, ქმარი, მამა და მეგობარი. კობისთან ერთად მისი ულამაზესი და უნიჭიერესი შვილი ჯანას დაღუპვა ამ ამბავს კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის. ის თავდადება, რომელიც კობიმ საკუთარ სპორტში წარმოაჩინა იყო ფენომენალური. მხოლოდ მას შეეძლო, რომ ტკივილის ფონზე ისე დაესრულებინა მატჩი, რომ ჩემთვის პირადად მოტივაცია მოეცა იმისა, რომ ვყოფილიყავი უკეთესი, ვიდრე მოცემულ მომენტში ვიყავი. ზოგჯერ მის თამაშებზე მაშინ მივდიოდი, როცა უკანასკნელი 2 წუთი იყო დარჩენილი, რადგან ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულის მომსწრე გავხდებოდი. კობი ყოველთვის საუბრობდა მის მეუღლესა და შვილებზე და იმაზე თუ რაოდენ ამაყი იყო მათით, კობის გატაცება მისი ოჯახი და კალათბურთი იყო. ის აუცილებლად იქნება შთაგონების წყარო მომავალი თაობისათვის! ჩემი და ჩემი ოჯახის უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა, ვუსამძიმრებ ვანესას და კობის ოჯახს, ვუსამძიმრებ კალათბურთის დიდ ოჯახს და რა თქმა უნდა, ვერტმფრენში მყოფი თითოეული დაღუპული ადამიანის ოჯახის წევრებს", - განაცხადა დევიდ ბექჰემმა. შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტი 13 წლის ქალიშვილთან ერთად ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

სხვა სტატიები