Belive

შენგელიას ბასკონიამ ობრადოირო დაამარცხა - თოკო MVP გახდა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატში კვლავ გაიბრწყინა თორნიკე შენგელიამ. ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა მორიგი შედეგიანი მატჩი ობრადოიროსთან ჩაატარა და შეხვედრის უძვირფასესი მოთამაშე ხომ გახდა, დიდი შანსია, ესპანური ლიგა ენდესას 21 ტურის MVP-ც გახდეს. ბასკონიელებმა მეტოქეს 83:69 სძლიეს, ქართველმა მძიმე ფორვარდმა კი მოედანზე 34:46 წუთი გაატარა და 19 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 6-ვე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ბასკონიას 10 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდა და 1 გამარჯვებითღა ჩამორჩება საპლეიოფო ზონას, მომდევნო შეხვედრას კი, 29 თებერვალს, სტუმრად, ფუენლაბრადასთან ჩაატარებს. წყარო: GBF.GE

სხვა სტატიები