Belive

ილიას ზუროსი: "დიდი მადლობა გულშემატკივარს"

4 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
საქართველო შვეიცარიის მატჩის დასრულების შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და მძიმე ფორვარდმა ბექა ბურჯანაძემ პრესკონფერენცია გამართეს.   ბექა ბურჯანაძე: "ვულოცავ ჩემს გუნდს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მიუხედავად რთული სიტუაციებისა გამარჯვება ვიზეიმეთ. შვეიცარია კონკურენტუნარიანი გუნდია და საკმაოდ ბევრჯერ მოგვიხსნეს ბურთი ჩვენს ფარზე. შესვენების შემდეგ ცოტა მოვდუნდით, შვეიცარია არ არის სუსტი გუნდი თუმცა მათ საშუალება ჩვენ მივეცით რომ შეხვედრა ოვერტაიმში გადაეყვანათ. გულშემატკივარი ძალიან დაგვეხმარა, მათ წინ თამაში დიდი ბედნიერება და მოტივაციაა, დიდი მადლობა მათ. სერბეთთან რთული მატჩი გველის, რა შემადგენლობითაც არ უნდა იყვნენ." ილიას ზუროსი: "პირველ რიგში დიდი მადლობა გულშემატკივარს, ყველას ვინც მხარს გვიჭერდა, ამ გამარჯვებას მათ ვუძღვნით. მათი მოცემული ბიძგით გავიმარჯვეთ, ეს ფაქტობრივად ახალი გუნდია სამი მოთამაშე დებიუტანტი გვყავდა და კარგად შეთამაშება ვერ მოვასწარით. თუმცა მე უფრო გახარებული ვარ რომ სწორედ მათთან ერთად გავიმარჯვეთ.  თუმცა მზადების ვულოცავ ასევე გამოცდილ მოთამაშეებსაც, ბურჯანაძეს, შერმადინს, ცინცაძეს და სანაძეს. ეს მოსამზადებელი ეტაპია ევრობასკეტისათვის, გამარჯვებას ყურადღება რაღა თქმა უნდა ექცევა მაგრამ მნიშვნელოვანია ხარისხიც. მთავარია ერთად ვართ  და ერთი გუნდი ვართ. მოხსნებზე ღელვა არ ღირს ეს სრული ნაკრები არაა, დაგვემატებიან შენგელია, ბითაძე და მამუკელაშვილი, ეს პრობლემაც აღმოიფხვრება."

სხვა სტატიები