Belive

ექსკლუზიური ინტერვიუ ბექა ბურჯანაძესთან

4 წლის წინ კალათბურთი
3 წთ
საქართველოს ეროვნოვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შესანიშნავად ასპარეზობს. ქართველმა კალათბურთელებმა საწყისი ორი თამაშიდან ორივე გამარჯვებით დაასრულეს, მათ შორის ერთ-ერთი ჯგუფის ლიდერ, "სერბეთის" ეროვნულ ნაკრებს, მათსავე არენაზე მოვუგეთ. გთავაზობთ ეროვნული ნაკრების კალათბურთელის ბექა ბურჯანაძის ექსკლუზიურ ინტერვიუს.  
  • ბექა პირველ რიგში გილოცავთ საწყის ორ მატჩში გამარჯვებას. ცნობილია, რომ ჩვენს ნაკრებს განაღდებული აქვს ევრობასკეტზე თამაში, თუმცა შესარჩევ ციკლში ჯგუფს საგრძნობი დანაკლისის მიუხედავად მაინც ვლიდერობთ და მოტივაციის ნაკლებობაც არ იგრძნობა. როგორ ფიქრობ რა არის ამის მთავარი მიზეზი?
  • მიუხედავად იმისა, რომ ევრობასკეტის საგზური მოპოვებული გვაქვს, მოსამზადებელი პერიოდის გავლა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ნაკრებისთვის. სწორედ ეს თამაშები გვეხმარება მომზადებაში, რადგან ევრობასკეტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. ასევე ქართული ხასიათიდან გამომდინარე ყოველ თამაშზე მოსაგებად გავდივართ, შესაბამისად ჩვენი მოტივაციის წყარო და მიზეზიც ეს ყოველივეა.
   
  • როგორ შეაფასებდი ილიას ზუროსის როლს საქართველოს ნაკრების განვითარებაში და არის თუ არა იგი მთავარი მოტივატორი მატჩების წინ?
  • ზუროსი უმაღლესი დონის მწვრთნელი და სპეციალისტია. ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ნაკრების წინსვლასა და წარმატებაში.
 
  • სერბეთის სტუმრად დამარცხების შემდეგ რამდენად რეალურია ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება?
  • რეალური ნამდვილად არის, თუმცა როგორც ამ საკვალიფიკაციო შეხვედრებზე, ასევე მომდევნო თამაშებშიც, აქცენტს ჩვენი გუნდის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზაობაზე ვაკეთებთ.
 
  • თბილისში, საშინაო მატჩებზე ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა, როგორ ფიქრობთ იქნება თუ არა გადავსებული ტრიბუნები უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებელი ევრობასკეტ 2021-ზე?
  • ჩვენთვის, ეროვნული ნაკრების კალათბურთელებისათვის, ჩვენი გულშემატკივარი ნამდვილად იქნება X ფაქტორი, როგორც აქამდე იყო. წარმოვიდგენ ხოლმე გადავსებულ ახალ სპორტის სასახლეს და ერთი სული მაქვს რეალობაში როდის ვიხილავ. დარწმუნებული ვარ, რომ რეალობა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.
 
  • სერბეთის ნაკრები ნებისმიერი შემადგენლობით საკმაოდ ძლიერია, როგორ ფიქრობ რა იყო ბელგრადში გამარჯვების მთავარი მიზეზი?
  • შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, თუმცა თამაშის ხარისხი და შეცდომები უმალვე გამოვასწორეთ. ჩემი აზრით სწორედ სწრაფი რეაგირება იყო შეხვედრის მოგების მთავარი მიზეზი - კარგი დაცვით და თავდასხმაში ვარიანტების სწორი გამოყენებით თამაშის შემობრუნება და საბოლოოდ მოგება შევძელით.
 
  • რაც შეეხება თქვენს კლუბს,  "გრან კანარიაში" ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ხართ, რა მიზნებს ისახავს კლუბი მიმდინარე და მომავალ სეზონში?
  • გვინდა, რომ ამ სეზონში პლეი-ოფში გავიდეთ, ასევე მომავალი სეზონისთვის ევროთასზე ასპარეზის უფლებაც მოვიპოვოთ. იმედი მაქვს ორივე დასახულ მიზანს მივაღწევთ. 
 

სხვა სტატიები