Belive

სტივ კერის პასუხი კითხვაზე თუ როდის დაუბრუნდება პარკეტს სტეფ კარი

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"გოლდენ სტეიტ უორიორსი", რომელიც ბოლო წლებში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დომინირებდა, მიმდინარე სეზონში კონფერენციის უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფება. "ოქროს ქალაქელების" წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი, გუნდის წამყვანი კალათბურთელების დანაკლისია - რა თქმა უნდა, სტეფ კარი მათ შორის გამორჩეული პერსონაა. კარი მიმდინარე სეზონში მიღებული ტრავმის გამო საკუთარ გუნდს ფაქტობრივად არ დახმარებია. როგორც "გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა სტეფ კარი "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ მატჩში დაბრუნდება. "ვაშინგტონთან მატჩის წინ საბოლოოდ განვიხილავთ კარის მდგომარეობას და თუ ყველაფერი ნორმაში იქნება ის პარკეტზე დაბრუნდება", - აცხადებს სტივ კერი. "გოლდენ სტეიტისა" და "ვაშინგტონის" მატჩი 2 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები