Belive

90 × 3 = ლებრონს!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
106:99 მოგებულ შეხვედრაში, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა "დეტროიტ პისტონსს" 21 ქულა ჩაუგდო, ბურთი ფარიდან 14-ჯერ მოუხსნა და 11 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. ეს 2019/20 წლების სეზონში "მეფესთვის" მეცხრე სამმაგი დუბლი გახლდათ, მთლიანად კარიერაში კი 90-ე. სამმაგი დუბლების რაოდენობით ლებრონს NBA-ს მიმდინარე რეგულარულ გათამაშებაში ერთადერთი კალათბურთელი უსწრებს - "დალასის" ამომავალ ვარსკვლავ ლუკა დონჩიჩს 10 სამმაგი დუბლი აქვს. ყველა დროის ცხრილში ლებრონს ოსკარ რობერტსონი, რასელ ვესტბრუკი, მეჯიქ ჯონსონი და ჯეისონ კიდი , აღემატებიან, რომლებსაც შესაბამისად 181, 144, 138 და 107 სამმაგი დუბლი აქვთ.

სხვა სტატიები