Belive

ახალი სპორტის სასახლე აღარ აშენდება

4 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
23 დეკემბერს, 13:00  საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში 2020 წლის საქართველოს თასის კენჭისყრის ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თასის კენჭისყრის დასრულების შემდეგ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მედიის წარმომადგენლებთან საუბარში, პაატა გურასპაულმა აღნიშნა, რომ დიღომში ახალი სპორტის სასახლე აღარ აშენდება. ევრობასკეტ 2021-ის მატჩები ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება, რომელსაც რეკონსტრუცქია ჩაუტარდება. "როგორც მოგეხსენებათ, კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობაზე განაცხადი წარადგინა. 2019 წლის 15 ივლისს ოფიციალურად გაცხადდა, რომ საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ფინალური ეტაპის მასპინძელი ქვეყანა იქნება." "ისტორიული წარმატება რთული მისაღწევი ჩანდა თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ამ გამარჯვების მოპოვება და ქვეყანას ბედნიერება მოვუტანეთ. იყო ვარიანტი, რომ დიღმის ჭალებში აშენებულიყო ახალი სპორტის სასახლე, რომელიც ევრობასკეტ 2021-ს უმასპინძლებდა მაგრამ ეს ვარიანტი აღარ განიხილება. გარკვეული მიზეზების გამო თბილისის სპორტის სასახლის რეკონსტრუქციაც შეუძლებლად ჩაითვალა. ერთადერთ ვარიანტად ოლიმპიური სასახლის რეკონსტრუქცია დაგვრჩა. რეკონსტრუქციის შემდეგ, ოლიმპიური სასახლის ტევადობა 2.500 გულშემატკივრიდან 10.000-მდე გაიზრდება და იგი FIBA-ს ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს." "ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ FIBA-ს წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია გვეწარმოებინა. მათთვის მთავარია, რომ დარბაზი იყოს ისეტი, რომელიც FIBA-ს ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს." "ასევე სასიხარულოა, რომ საქართველო უმასპინძლებს 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბ-დივიზიონს. იმისათვის, რომ 22 გუნდმა იასპარეზოს 3 დარბაზია საჭირო. ვერის ბაღი და ძველი სპორტის სასახლე 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბ-დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს. ასევე საჭიროა მესამე დარბაზის მოძიება. ამ წუთისათვის არსებული მდგომარეობით, მესამე ვარიანტი "არენა" იქნება", - აღნიშნა პაატა გურასპაულმა.

სხვა სტატიები