Belive

ახალი თანავარსკვლავედი გოლდენ სტეიტში

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "გოლდენ სტეიტ ვორიორსმა" შესაძლოა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ამომავალი ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო დაიმატოს. 2020 წლის ზაფხულში "მილოუკი ბაქსი" ბერძენ კალათბურთელს ახალ, 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის მიხედვითაც ჯამურად 250 მილიონი დოლარის ღირებულებას აიღებს. ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარის თქმის შემთხვევაში, 2021 წლის ზაფხულში 25 წლის მოთამაშე თავისუფალი აგენტი გახდება, რა დროსაც "მეომრები" მიზნის მიღწევას შეეცდებიან. "ოქროს შტატელებმა" ბოლო ხუთ სეზონში NBA-ს ყველა სუპერფინალში ითამაშეს, სამჯერ კი ტიტულის მოპოვებაც მოახერხეს. მიმდინარე სეზონში კალიფორნიელები გუნდის ძირითადი ბირთვის ტრავმირებულობის გამო, დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე არიან. რაც შეეხება "მილოუკის" "ირმები" კონტრასტულად, აღმოსავლეთში ლიდერობენ.

სხვა სტატიები