Belive

ალექსანდრე ფევაძე კარიერას ესპანურ კლუბში გააგრძელებს

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ალექსანდრე ფევაძე კარიერას ესპანური კლუბის - "გრან კანარია 2"-ის რიგებში გააგრძელებს. 23 წლის კალათბურთელი 2020/21 წლების სეზონში "ცხუმ-აფხაზეთის" ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ 14.6 ქულას, 10 მოხსნასა და 2.8 გადაცემას უყრიდა თავს. როგორც ესპანური მედია იუწყება ქართველი თავდამსხმელი ესპანური კლუბისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია და უდიდესი ალბათობით საკმაო ოდენობის სათამაშო დროც მიეცემა. Live.ge ულოცავს ალექსანდრეს ევროპული კარიერის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს.

სხვა სტატიები