Belive

All-Star-ი კევინ დურანტის გარეშე გაიმართება?!

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
"ბრუკლინ ნეტსისა" და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთი გამორჩეული წევრი - კევინ დურანტი, დიდი ალბათობით All-Star-ის მატჩს გამოტოვებს. დურანტმა 15 იანვარს მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც პარკეტზე 4-6 კვირის განმავლობაში ვერ დაბრუნდება. "ბრუკლინის" ვარსკვლავმა 15 იანვარს მუხლის ტრავმა მიიღო. NBA-ს მიმომხილველების მტკიცებით, დურანტი All-Star-ის მატჩამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ძირითად ხუთეულში მოსახვედრად, დურანტს უამრავმა ფანმა მისცა ხმა. ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი და კევინ დურანტი ფანების რჩეული ტრიო გახლდათ, თუმცა ტრავმის გამო ამ უკანასკნელის ჩანავლება გახდება საჭირო. დურანტის შემცვლელის ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი - ძირითადი ხუთეულები კი 27 იანვარს დასახელდება. შეგახსენებთ, All-Star-ის მატჩი კლივლენდში, 20 თებერვალს გაიმართება.

სხვა სტატიები