Belive

ამერიკული გამოცემის მიხედვით მამუკელაშვილი დრაფტზე TOP 50-შია

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ, ამერიკული და არამხოლოდ ამერიკული პრესის ყურადღება, ძირითად ნაწილში წლევანდელი დრაფტისკენაა მიმართული. ამერიკული მედიაგამოცემა therookiewire.usatoday.com ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2021 წლის დრაფტის სავარაუდო 50-ეულს აქვეყნებს, სადაც ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილიც მოხვდა. სიის მიხედვით პირველი პიკი კეიდ კუნინგემი იქნება, რომელსაც "დეტროიტი" აიყვანს. გამოცემა პირველი რაუნდის მეორე პიკად ჯეილენ გრინს პროგნოზირებს, რომელიც ასეთ ვარიანტში "ჰიუსტონის" რიგებში ჩაირიცხება, მესამე პიკი კი ივან მობლი იქნება, რომელსაც "კლივლენდი" აიყვანს. რაც შეეხება ქართველ კალათბურთელს, ამერიკული გამოცემის თანახმად, მამუკელაშვილი პირველი რაუნდის 47-ე პიკი იქნება და მას "ტორონტო" აიყვანს. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლევანდელი დრაფტი 29 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები