Belive

ანდრონიკაშვილის დებიუტი შედგა | რატიმ ბასკონიას წინააღმდეგ ითამაშა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში რატი ანდრონიკაშვილის დებიუტი შედგა.

ანდრონიკაშვილმა “ბასკონიას” წინააღმდეგ 11 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. რატიმ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3-ჯერ დაჯარიმდა.

საინტერესოა, რომ ესპანელები ანდრონიკაშვილით თბილისში, “ბასკონიას” კემპის დროს დაინტერესდნენ. თავიდან რატი ესპანეთის დაბალ ლიგებში, სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში, თამაშობდა. ქართველმა ძალები NCAA-შიც მოსინჯა, თუმცა ტრავმის გამო ფეხი ვერ მოიკიდა.

"მურსიას" 4 მოგებასთან ერთად, 6 მარცხი აქვს და ესპანეთის ჩემპიონატში მე-13 ადგილს იკავებს. ქართველის გუნდი მომდევნო მატჩს 10 დეკემბერს "ბეტისთან" ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფორვარდმა “მურსიასთან” კონტრაქტი 5 დღის წინ გააფორმა, კვირას კი, მისი დებიუტი შედგა.

სხვა სტატიები