Belive

ანდრონიკაშვილის უმძიმესი ტრავმა - რატი მთლიან სეზონს გამოტოვებს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რატი ანდრონიკაშვილმა უმძიმესი ტრავმა მიიღო. "კრეიტონის" ოფიციალური გვერდის თანახმად, 19 წლის კალათბურთელმა მუხლის მყესი გაიწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი გამთამაშებელი აშშ-ში გაზაფხულზე გაემგზავრა, ახლა კი სტუდენტური ლიგის სეზონის დაწყებისთვისა და "კრეიტონში" დებიუტისთვის ემზადებოდა. სწორედ ვარჯიშზე მიიღო რატიმ ძალიან მძიმე დაზიანება, რის გამოც ის 2020/21 წლების სეზონს მთლიანად გამოტოვებს.
"კრეიტონის" მწვრთნელი კრეიგ მაკდერმოტი ანდრონიკაშვილის შესახებ კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრობს: "ჩვენს სისტემაში თავს ის კარგად გრძნობდა და მრავალმხრივი ნიჭის წარმოჩენას იწყებდა. ვიცი, რომ რატი ჩვენს პროგრამაში კვლავ აქტიურად ჩართული იქნება, ჩვენ კი ველით ქართველის დაბრუნებას."

სხვა სტატიები