Belive

ანტეტოკუნმპომ ლეგენდარული კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი გააუმჯობესა | VIDEO

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ბრუკლინი" "მილუოკის" დაუპირისპირდა. დაძაბულმა და სანახაობრივმა დაპირისპირებამ გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა. ოვერტაიმის შედეგად, "ბრუკლინი" "მილუოკისთან" 119:120 დამარცხდა. "მილუოკი ბაქსის" გამარჯვებაში ლომის წვლილი იანის ანტეტოკუნმპომ დაიდო, რომელმაც გუნდს კვლავ ულიდერა. პარკეტზე გატარებულ 39:19 წუთში, იანისმა 44 ქულის, 14 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "ბრუკლინის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ბერძენი ვარსკვლავისათვის ისტორიული გამოდგა - იანის ანტეტოკუნმპომ ლეგენდარული კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი გააუმჯობესა და "მილუოკის" ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა.

"მილუოკი ბაქსის" მაისურით ჩატარებულ შეხვედრებში, კარიმ აბდულ-ჯაბარმა 14,211 ქულის დაგროვება შეძლო. აბდულ-ჯაბარის შედეგის გასაუმჯობესებლად, "ბრუკლინის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში იანისს (14,172) მხოლოდ 40 ქულის აღება ესაჭიროებოდა, თუმცა ბერძენმა ცენტრმა პირად აქტივში 44 ქულა ჩაიწერა.

სხვა სტატიები