Belive

ანტეტოკუნმპოს ფენომენალური ჩატენვა ბოსტონის წინააღმდეგ VIDEO

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ბოსტონი" "მილუოკის" დაუპირისპირდა. ბოსტონში, "ტიდი გარდენზე" გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 89:101 დასრულდა. "ბოსტონის" დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი იანის ანტეტოკუნმპომ შეიტანა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 37:47 წუთში, 24 ქულის, 13 მოხსნისა და 12 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო. 1/4-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში შესრულებული სამმაგი დუბლის პარალელურად, იანისმა გულშემატკივარი გასაოცარი ქმედებითაც აღაფრთოვანა. "მილუოკის" ლიდერმა საკუთარ თავს ბრწყინვალე "ალეოპი" აუგდო, რომელიც ჩატენვით დააგვირგვინა.

სხვა სტატიები