Belive

"არასდროს მინახავს ათი მოთამაშე ერთს ძლივს უმკლავდებოდეს" - მოსკოვში შენგელიას უფრთხიან

5 წლის წინ კალათბურთი
5 წთ
"არასდროს მინახავს ათი მოთამაშე ერთს ძლივს უმკლავდებოდეს", - მოსკოვში მხეცი ჩადის. თორნიკე შენგელია - ნამდვილი ქართველი, "ცსკას" რისხვა. ადამიანი, რომელმაც კირილენკო კარიერის დასრულების თაობაზე დააფიქრა. ევროლიგის პლეი-ოფის მეოთხედფინალურ სერიაში "ცსკა" "ბასკონიას" დაუპირისპირდება. "ცსკას" კალათბურთელებს ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება მოუწევთ. ლიდერი და კაპიტანი - თორნიკე შენგელია, რომელიც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო 4 ნომერია.
- დღეს შენს მეგობარ თორნიკეს შევხვდები. რა შეიძლება ვუთხრა? ვკითხე "ცსკას" ყოფილ კალათბურთელ, მანუჩარ მარკოიშვილს. - უთხარი: როგორ ხარ ველურო. ველური - ქართულად შესატყვისი მეტსახელია. შესაძლოა რუსულად შენგელიასათვის "ველურის" აღმნიშვნელი სხვა შესატყვისის მოფიქრებაც შეიძლებოდეს. "რატომ ასეთი მეტსახელი? როგორ გითხრათ, თითქოს იგი ზებუნებრივ ძალას ფლობს. დიდი ხანია თოკოს ვიცნობ და მას დაღლილობის ნიშნები არასდროს გამოუვლენია. შესაძლოა ვარჯიშზე ან თამაშის დროს მისი ენერგიის მარაგი არ იცვლება. მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია."
"ის მატარებელივითაა, რომლის შეჩერება შეუძლებელია", - ასე დაახასიათა შენგელია მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა კიმ ტილიმ, რომელიც შენგელიას თოკომოტივს ეძახის. გასულ სეზონში შენგელიამ ორმაგი დუბლი გაიფორმა 20 ქულა და 12 მოხსნა, რის შედეგადაც მარგი ქმედების კოეფიციენტის პირადი რეკორდი დაამყარა. შენგელიამ სწორედ მოსკოველების წინააღმდეგ გაიბრწყინა, თუმცა ეს ყველაფერი მის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში ვერ დაეხმარა.
შენგელია - კიდევ ერთი ეპიზოდის მთავარი გმირია. ერთ-ერთი ჩატენვის დროს, შენგელიამ ფარი ჩაამსხვრია და "ხიმკის" ტექნიკური პერსონალი იძულებული გახადა დაზიანებული ფარი შეეცვალა.
თორნიკე ხშირად აღნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყოველი მატჩის დასრულების შემდეგ მას მამამისთან განიხილავს. თორნიკეს მამა კახა შენგელია საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ითვლება. "ცსკას" მწვრთნელი ანტონ იუდინი კახა შენგელიაზე საუბრის დროს მხოლოდ დადებით ემოციებს იხსენებს და საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
"თორნიკეს ვკითხე: კახა შენი ნათესავია, უფროსი ძმა ხომ არ არის? მასთან ერთად ოდესღაც ვთამაშობდი. მან კი მიპასუხა ის მამაჩემია. სწორედ მაშინ დავფიქრდი კარიერის დასრულების თაობაზე", - აღნიშნა კირილენკომ. "ძალიან კარგი მოთამაშეა, აგრესიული. მისი ძლიერი მხარე ფარის ქვეშ თამაშია. იგი დაცვაში ძლიერია და კარგად დარბის. საერთო ჯამში, კლასიკური მძიმე ფორვარდია, რომელიც ძალიან აქტიურად მოქმედებს." "ყველა ეს თვისება თორნიკე შენგელიას ჯერ კიდევ ადრეულ წლებშივე ეტყობოდა. მისი კარიერა ესპანურ "ვალენსიაში" დაიწყო, სადაც თოკო პრაქტიკულად ჯერ კიდევ ბავშვი მივიდა", - აღნიშნავს კირილენკო. "იმ დროისათვის მას მცირე დრო ეძლეოდა, იგი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო - არა ისეთი როგორიც დღეს, მაგრამ ძალიან ძლიერი. ყველაზე მეტად იმ თვისებით დამამახსოვრა თავი, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად საკმაოდ თავდაჯერებული იყო. ყოველთვის საკუთარ თავზე მუშაობდა და პროგრესირებდა", - ასე ახასიათებს შენგელიას კიდევ ერთი ყოფილი "ვალენსიელი" ნანდო დე კოლო. "ერთხელ ეროვნული ნაკრების რიგებში, შესვენების დროს თოკომ თანაგუნდელს უსაყვედურა, რომელიც პასებს არ გასცემდა. თოკოს უხეში პასუხი დაუბრუნეს. უცებ ისეთი სიტუაცია წარმოიშვა, რომელსაც ხშირად ვერ ნახავ. არასდროს მინახავს ათი მოთამაშე ერთს ძლივს უმკლავდებოდეს", - იხსენებს მანუჩარ მარკოიშვილი. თორნიკე შენგელიასთან კონფლიქტში შესვლა ნამდვილად სახიფათოა. 2015 წელს, ბასკურ დერბიში ეს ყველაფერი საკუთარ თავზე დეიან ტოდოროვიჩმა გამოსცადა. თუ ვიდეორგოლს ბოლომდე უყურებთ თორნიკე შენგელიას ხასიათს შეიცნობთ. სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, პირველი რაზეც იგი ფიქრობდა პატარა ბავშვის დამშვიდება იყო, რომლის თვალწინაც ეს საზარელი მოვლენები განვითარდა.
"იგი ნამდვილი ქართველი მამაკაცია. კეთილი და უზომოდ გულღია. ვერ ვიტყვი, რომ თავგადაკლული მეგობრები ვართ, მაგრამ დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. მან საკუთარ ქორწილშიც კი დამპატიჟა", - ასე ახასიათებს თორნიკე შენგელიას Onexim Sports and Entertainment-ის მმართველი ირინა პავლოვა.

სხვა სტატიები