Belive

აშშ-მ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა ის 12 მოთამაშე დაასახელა ვინც ქვეყნის ღირსებას 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე ჩინეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცავენ. კემბა უოკერი (ბოსტონ სელტიქსი) დონოვან მიტჩელი (იუტა ჯაზი) მაილს ტერნერი (ინდიანა პეისერსი) ჯეისონ ტატუმი (ბოსტონ სელტიქსი) ჰარისონ ბარნსი (საკრამენტო კინგსი) კრის მიდლტონი (მილუოკი ბაქსი) ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონ სელტიქსი) ჯო ჰარისი (ბრუკლინ ნეტსი) მეისონ პლამლი (დენვერ ნაგეთსი) მარკუს სმარტი (ბოსტონ სელტიქსი) დერეკ უაითი (სან ანტონიო სპურსი) ბრუკ ლოპესი (მილუოკი ბაქსი) დღეს გამთენიისას ამერიკის ნაკრები მელბურნში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და პატი მილსის ბრწყინვალე თამაშის წყალობით (30 ქულა, აქედან 13 ბოლო მეოთხედში) 98:94 დამარცხდა. ეს ამერიკელთა პირველი მარცხია ბოლო 13 წელში. ტრავმის გამო გუნდს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდი, კაილ კუზმა გამოაკლდა. აშშ-ს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს 1 სექტემბერს, შანხაიში, ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრით გახსნის.

სხვა სტატიები