Belive

ათას-იანი 

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
იანის ანტეტოკუმპო NBA-ს დაპყრობას აგრძელებს. "მილოუკი ბაქსისი" ლიდერისთვის 21 იანვარს გამართული რეგულარული გათამაშების მორიგი შეხვედრა ისტორიული გამოდგა. "ირმებმა" საშინაო არენაზე, "ჩიკაგო ბულსი" 111:98 დაამარცხეს, მატჩის გმირი ბერძენი კალათბურთელი გამოდგა, რომელმაც 28 ქულით, 14 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით კიდევ ერთი სამმაგი დუბლი მიითვალა. ანტეტოკუმპო ისტორიაში მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის ლიგაში 10 000 ქულა მოაგროვა. მან ეს 25 წლისა და 45 დღის ასაკში გააკეთა. იანისზე სწრაფად 10 ათასი ქულა ლებრონ ჯეიმსმა (23 წლის 58 დღის), კევინ დიურანტმა (24 წლის 33 დღის), კობი ბრაიანტმა (24 წლის, 194 დღის), კარმელო ენტონიმ (24 წლის, 251 დღის), და ტრეისი მაკგრედიმ (24 წლის, 251 დღის), ჩააგდეს.

სხვა სტატიები