ბარსელონამ ტენერიფე გაანადგურა | შერმადინმა გუნდს 8 ქულა მოუპოვა

egt treasure quest

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში საპლეიოფო დაპირისპირებების ნახევარფინალური სტადიები იმართება, სადაც ქართველი ლეგიონერის, გიორგი შერმადინის “ტენერიფეც” ასპარეზობს.

საყურადღებოა, რომ “ტენერიფეს” ნახევარფინალში ოპონირებას, ევროპის მასშტაბით წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდი, “ბარსელონა” უწევს.

უნდა აღინიშნოს, რომ სერიის პირველი მატჩი “ბარსელონამ” ძალიან მარტივად, უდიდესი, 43-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით – 112:69, მოიგო.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 17:53 წუთში 8 ქულასა და 4 მოხსნას მოუყარა თავი. შერმადინისთვის არადამახასიათებელი სათამაშო დრო იმითაა განპირობებული, რომ მისი გუნდი მეორე ნახევარში უკვე მნიშვნელოვანი სხვაობით მარცხდებოდა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გამორჩეული მოთამაშეების ძალების დაზოგვა გადაწყვიტა.

ნახევარფინალური სერია 2-მოგებამდეა, მომდევნო შეხვედრა კი დღეს, 9 ივნისს, თბილისის დროით 23:15 საათზე გაიმართება. სერიის მეორე მატჩს “ტენერიფე” საკუთარ არენაზე გამართავს.

(57)

ბარსელონამ ტენერიფე გაანადგურა | შერმადინმა გუნდს 8 ქულა მოუპოვა

სტატიის ავტორი
-