ბასკონია ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია !!

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ნახევარფინალური შეხვედრა  “ვალენსიას” და “ბასკონიას” შორის.

ქართველი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას კლუბმა, მოწინააღმდეგე უმძიმეს ბრძოლაში 73:75 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ფინალში “ბასკონია” “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 26 წუთი და 35 წამი დაჰყო. ამ დროში ქართველმა 17 ქულას, 4 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო გათამაშება ვალენსიაში მიმდინარეობს და სწორედ მასპინძლებს დაუპირისპირდნენ “ბასკონიას” კალათბურთელები.

“ბარსელონამ” კი თავის მხრივ ნახევარფინალში “სან პაბლო ბურგოსი” დაამარცხა, რომელმაც უდიდესი სენსაცია მოახდინა და მადრიდის “რეალი” ჯგუფში ჩატოვა.

“ბასკონიამ” უკანასკნელად ჩემპიონატი 2009/2010 წლის სეზონში ჯერ კიდევ “კახა ლაბორალის” სახელით მოიგო.

ფინალი 30 ივნისს, თბილისის დროით 22:00-ზე გაიმართება.

(846)

ბასკონია ესპანეთის ჩემპიონატის ფინალშია !!

სტატიის ავტორი
-