Belive

ბასკონიამ ბარსელონა სტუმრად დაამარცხა - შენგელიამ იფრინა!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის ცენტრალური მატჩი "ბარსელონაში", სადაც ადგილობრივი "ბარსელონა" "ბასკონიას" დაუხვდა და 72:84 დამარცხდა. თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი - კატალონიის "ბარსელონა" მძიმე ბრძოლაში სტუმრად დაამარცხეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართველი გულშემატკივრისთვის, რადგან საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - თორნიკე შენგელიამ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და გუნდს უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში დაეხმარა. თორნიკემ პარკეტზე 22:55 წუთი დაჰყო, რა დროშიც მან 18 ქულას, 1 შედეგიან გადაცემას, 4 მოხსნასა და 3 დაფარებას მოუყარა თავი.  აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველ კალათბურთელზე მეტი ქულა მხოლოდ ადამ ჰანგას ჰქონდა (19), ხოლო 18 ქულას თორნიკესთან ერთად შეივონ შილდსმა მოუყარა თავი, რომელიც მატჩის MVP (საუკეთესო მოთამაშე) გახდა.

სხვა სტატიები