ბასკონიამ ევროლიგაზე გაიმარჯვა – შენგელია მატჩის MVP გახდა

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ევროლიგის 27-ე ტურში გასვლით შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდა.

მესამე მეოთხედის ჩათვლით შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო მეოთხედში ესპანელებმა გერმანელებს აღარანაირი შანსი არ მისცეს და შეხვედრა 9-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით – 71:80 მოუგეს.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 27 წუთი და 31 წამი გაატარა, რა დროშიც 11 ქულას, 4 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი – აღნიშნული შედეგით საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბასკონიას კაპიტანი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.

“ბაიერნის” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება “ბასკონიასთვის” წლევანდელი ევროლიგის ეგიდით რიგით მე-11 მოგება გახლდათ. ესპანელები მე-13 პოზიციაზე არიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ საპლეიოფო ზონაში მყოფ უკანასკნელ პოზიციაზე მყოფ გუნდს მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩებიან.

ევროლიგის მომდევნო შეხვედრას ბასკონია 6 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე გამართავს.

(1585)

ბასკონიამ ევროლიგაზე გაიმარჯვა – შენგელია მატჩის MVP გახდა

სტატიის ავტორი
-