Belive

ბასკონიამ გაიმარჯვა - შენგელია ბრწყინვალეა!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში რიგით მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა - თორნიკე შენგელიას "ბასკონია" საკუთარ არენაზე "რეალ ბეტისის" წინააღმდეგ წარსდგა. "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვა, მათ "რეალ ბეტისი" 11-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 84:73 დაამარცხეს. მატჩის MVP სწორედ ქართველი ლეგიონერი, თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც მოედანზე 35 წუთი და 43 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა კალათბურთელმა მეტოქის ფარზე ბურთის მოხსნა 5-ჯერ მოახერხა. მომდევნო შეხვედრას "ბასკონია" ისევ საკუთარ კედლებში გამართავს, თუმცა ამჯერად უკვე ევროლიგის ეგიდით, ესპანელების მეტოქე კი "ოლიმპიაკოსი" იქნება.  

სხვა სტატიები