ბასკონიამ უნიკახა შენგელიას გარეშეც დაამარცხა

ლიგა ენდესას მე-13 ტურში “უნიკახამ” “ბასკონიას” უმასპინძლა და 64:81 დამარცხდა.

პარკეტზე ერთბაშად საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშე უნდა ყოფილყო, თუმცა “ბასკონიამ” კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გარეშე ითამაშა. საქართველოს ნაკრების ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, რადგან მას მესამე შვილი შეეძინა და კლუბის ხელმძღვანელობის ნებართვით ოჯახის მოსანახულებლად გაემგზავრა.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი, მეტ ჯენინგი კი “ბასკონიას” რიგებში თამაშობდა. ჯენინგმა 29 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება “უნიკახას” ქართველ ცენტრს, გიორგი შერმადინს, მან 15 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

“ბასკონია” 10 მოგებითმეორე ადგილზეა, “უნიკახა” კი 9 მოგებით მეოთხეზე პოზიციას იკავებს.

 

(44)

ბასკონიამ უნიკახა შენგელიას გარეშეც დაამარცხა

სტატიის ავტორი
-