Belive

ბასკონიას ფანებმა შენგელია ათწლეულის გუნდში შეიყვანეს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის ოფიციალურმა გვერდმა გამოკითხვა იმ ფანებს შორის ჩაატარა, რომელთა საყვარელმა გუნდებმაც გასულ ათწლეულში ტურნირზე ყველაზე მეტი სეზონი გაატარეს. გამოკითხულთა შორისაა "ბასკონიაც", რომლის ქომაგებმაც დეკადის საუკეთესო გუნდში თორნიკე შენგელია შეიყვანეს. ქართველმა კალათბურთელმა ხმების 97.26% მიიღო, რითაც რეიტინგს სათავეში ჩაუდგა.

შემადგენლობა ასე გამოიყურება: 

EfZ4zFEXsAcdYci
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ "ბასკონიაში" 6 სეზონი გაატარა, რის შემდეგაც კარიერა "ცსკა"-ში გააგრძელა.

სხვა სტატიები