Belive

ბასკონიას შენგელიას 9 ქულამ ვერ უშველა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის პლეი-ოფის მესამე მეოთხედფინალურ მატჩში "ბასკონიამ", რომლის ღირსებასაც საქართელოს ნაკრების ლიდერი, თორნიკე შენგელია და ნატურალიზირებული კალათბურთელი მეტ ჯენინგი იცავენ, საკუთარ მოედანზე მოსკოვის "ცსკა"-სთან 77:84 წააგო. სერიაში რუსული გუნდი დაწინაურდა ანგარიშით 2:1. მესამე შეხვედრა 26 აპრილს ისევ ესპანეთში გაიმართება და თუ "ბასკონია" მეტოქეის დამარცხებას მოახერხებს, მაშინ მეხუთე მატჩი მოსკოვში ჩატარდება. თორნიკე შენგელიამ 18 წუთი და 34 წამი ითამაშა. ამ პერიოდში 9 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება მეტ ჯენინგს, ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა 13 წუთსა და 22 წამში 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

სხვა სტატიები