Belive

ბელგია-ბულგარეთის შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იქნება 

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

​ევრობასკეტ 2022-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაზე ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გულშემატკივართა დასწრება თავისუფალი იქნება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო სათამაშო დღეს ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებების დაპირისპირებაზე დასწრების შესაძლებლობა ქართველ გულშემატკივარს უფასოდ შეეძლება.

ამის მიზეზი სატურნირო მდგომარეობა და ის ფაქტი გახლავთ, რომ ბელგიის ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული გუნდი ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს, ხოლო ამ მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და მონტენეგროს დაპირისპირება დაიწყება, სადაც ჩვენს გუნდს ნებისმიერ ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზური განაღდებული იქნება.

შეხვედრა, "თბილისი არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები