Belive

ბექა ბურჯანაძე კვლავ ტრავმირებულია

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების და ესპანური კლუბის "გიპუზკოა ბასკეტის" კალათბურთელი, ბექა ბურჯანაძე კვლავ ტრავმირებულია. ბექა ბურჯანაძის ტრავმა გართულდა და მას ფეხზე ჰემატომა განუვითარდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს ბექა პარკეტზე დაბრუნებას და შეძლებს თუ არა იგი ეროვნული ნაკრების დახმარებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 2 მატჩს გამართავს. 30 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ესტონეთს ესტუმრება, ხოლო 3 დეკემბერს ისრაელს უმასპინძლებს.  

სხვა სტატიები