Belive

ბექა ბურჯანაძე პარკეტზე დაბრუნდა

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დიდხნიანი ტრავმის შემდეგ, ბექა ბურჯანაძე პარკეტს დაუბრუნდა. მუხლის ტრავმის გამო ბურჯანაძეს დაახლოებით წელიწადნახევარი გაუცდა და მან ამ პერიოდში გუნდიც კი გამოიცვალა – “”ანდორადან” ესპანურ “გიპუზკოა ბასკეტში” გადავიდა. გუშინ, 19 სექტემბერს, კი ბექა ბურჯანაძე პარკეტს დაუბრუნდა და მშვენივრადაც ითამაშა. "სარაგოსასთან” მოგებულ (91:87) მატჩში, ბექა პირდაპირ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 8 ქულის ჩაგდება მოახერხა. “გიპუზკოა ბასკეტს” მომდევნო მატჩი, დღეს “სან პაბლო ბურგოსთან” ელის და იმედოვნებს, რომ ქართველი ლეგიონერი კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება. მოედანზე დაბრუნებას თავად ბექა ასე გამოეხმაურა:  “ჩემთვის დიდებული დღე იყო. თითქმის წელიწადნახევრის მერე მოედანზე პირველად გავედი და საკონტროლო მატჩში მონაწილეობა მივიღე. მინდა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც რთულ პერიოდში გვერდით მედგა, დიდი მადლობა გადავუხადო. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს დღე დამდგარიყო”.

სხვა სტატიები