Belive

ბექა ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში და ორმაგი დუბლი!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატის რიგით მე-5 ტურში ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია" სტუმრად "ბარსელონას" ეწვია. შეხვედრა კატალონიელების სასარგებლოდ 18-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 89:71 დასრულდა, თუმცა პირველ ნახევარში "გრან კანარიამ" მეტოქეს ტოლი არ დაუდო. ბექა ბურჯანაძემ შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და ორმაგი დუბლის გაფორმებაც მოახერხა, მან პარკეტზე 28 წუთიდა 43 წამი გაატარა, რა დროშიც 14 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ ბექას შესრულებული 10 მოხსნიდან 5 შეტევაში გახლდათ. მომდევნო შეხვედრას "გრან კანარია" საკუთარ არენაზე, 26 ოქტომბერს, "ხოვენტუდ ბადალონას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები