ბექა ბურჯანაძემ გრან კანარიას მოაგებინა
3 წლის წინ
კალათბურთი
2 წთ
“მინდა, რომ გუნდს, ქომაგებსა და მთელ კუნძულს მივულოცო ეს გამარჯვება. სწორად დავიწყეთ ძალიან ძლიერ გუნდთან თამაში. ბილბაო კარგი გუნდია, რომელსაც ყველა პოზიციაზე გამორჩეული მოთამაშეები ჰყავს. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქე გუნდმა თავისი რეალური ძალა გვიჩვენა, თამაშში დაბრუნდა და მატჩიც საინტერესო გახდა. ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ შეხვედრა ჩვენ მოვიგეთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ."გრან კანარიას" მომდევნო მეტოქე ლიგა ენდესას მომდევნო ტურში "სან პაბლო ბურგოსი" იქნება, რომელიც პირველ ტურში ბარსელონასთან ითამაშებს. რაც შეეხება ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კიდევ ერთ ქართველს, გიორგი შერმადინი და "ტენერიფე" პირველი ტურის მატჩს 21 სექტემბერს ჩაატარებს, სადაც ისინი “სარაგოსას” უმასპინძლებენ. წყარო: gbf.ge