Belive

ბექა ბურჯანაძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დაუნდობელია!

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონატის რიგით მე-4 ტურში ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია" "მორაბანკ ანდორას" დაუპირისპირდა და 13-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით - 80:67 გაიმარჯვეს. ბექა ბურჯანაძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პარკეტზე თითქმის 22 წუთი გაატარა, რა დროშიც შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა - 20 ქულა და 6 მოხსნა. მომდევნო შეხვედრას "გრან კანარია" 20 სექტემბერს, სტუმრად "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ "გრან კანარიას" 2 მოგება და 2 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები