Belive

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია" ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში, საშინაო არენაზე "ფუენლაბრადას" დაუპირისპირდა. შეხვედრა მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით - 102:78, დასრულდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19:27 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულას, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გრან კანარია 6 მოგებითა და 5 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას "გრან კანარია" 7 დეკემბერს, სტუმრად, "უნიკახას" წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები