Belive

ბექა ბურჯანაძის მორიგი კარგი მაჩვენებელი

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში მურსიას 85:79 სძლია, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 10:09 წუთში 10 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ბექამ 3-ვე ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ. გრან კანარიამ მე-5 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 24 ნოემბერს, სტუმრად, ერთპიროვნულ ლიდერ მადრიდის რეალთან ჩაატარებს. წყარო: gbf.ge

სხვა სტატიები