Belive

ბეტისი ბარსელონასთან დამარცხდა | ბექა ბურჯანაძემ გუნდს 11 ქულა მოუტანა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
კალათბურთის ქომაგებს რამდენიმე კვირაა აქვთ შესაძლებლობა, რომ თვალყური მიადევნონ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შიდა ტურნირს - ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატს. ქართველ გულშემატკივრებს ACB ლიგაში როგორც გიორგი შერმადინის, ასევე ბექა ბურჯანაძის ხილვის შესაძლებლობაც აქვთ. ეს უკანასკნელი ახალი სეზონიდან "რეალ ბეტისის" ღირსებას იცავს. მე-5 წრის შეხვედრებში, "რეალ ბეტისის" მეტოქე "ბარსელონა" გახლდათ. კატალონიელები გასვლით შეხვედრაში უპირობო ფავოტირად იყვნენ მიჩნეულნი და ასეც მოხდა, მათ ქართველი ლეგიონერის გუნდი 17-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 61:78, დაამარცხეს. ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე გატარებულ 21:09 წუთში, საკუთარ გუნდს 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილის სათავეში "ბარსელონა" 6-დან 6 მოგებით არის წარმოდგენილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ 18-დან 16 გუნდს 5 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და კატალონიელებთან ერთად მადრიდის "რეალიც" დაუმარცხებელია, თუმცა მათ 5-დან 5 გამარჯვება აქვთ. "რეალ ბეტისს" კი რთული მდგომარეობა აქვთ, მათ პირველ რაუნდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მიჯრით 4 მარცხი აქვთ და ცხრილში მე-17 ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები