Belive

ბეტისი კვლავ აგებს | ბურჯანაძემ რეალის წინააღმდეგ 9 მოხსნა დააფიქსირა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველი ლეგიონერის, ბექა ბურჯანაძის "ბეტისი" გასვლით მატჩში "რეალს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ქულიანობის თვალსაზრისით მწირი აღმოჩდა, თუმცა მადრიდულმა გუნდმა მაინც შეძლო მეტოქის მნიშვნელოვანი სხვაობით განადგურება. შეხვედრის საბოლოო ანგარიში - 71:48 დაფიქსირდა, "რეალის" სასარგებლოდ. ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე 20:48 წუთი დაჰყო, რა დროშიც საკუთარ გუნდს 2 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. სატურნირო ცხრილში "ბეტისი" ბოლო ადგილს იკავებს. ბურჯანაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 დეკემბერს, საკუთარ არენაზე, "უნიკახას" წინააღმდეგ გამართავს, იქამდე კი ქართველი კალათბურთელი ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, 26 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე, უკრაინას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები