Belive

ბითაძე ადრიატიკის ლიგის ფინალშია

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
ადრიატიკის ლიგის მესამე, გადამწყვეტ ნახევარფინალურ მატჩში "ბუდუჩნოსტმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე იცავს ზაგრებში "ცედევიტა" 73:78 დაამარცხა. სერიაში ანგარიში 1:1 იყო, მესამე შეხვედრაში პოდგორიცულმა გუნდმა გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 11 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ სტუმრებმა შეძლეს მატჩში გარდატეხის შეტანა და ფინალის საგზურის მოპოვება. ბითაძემ 21 წუთი და 30 წამი ითამაშა. ამ პერიოდში 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ფინალში "ბუდუჩნოსტი" "ცრვენა ზვეზდას" შეხვდება. სერია 3 მოგებამდეა. პირველი მატჩი 12 აპრილს ბელგრადში გაიმართება.

სხვა სტატიები