Belive

ბითაძე დეტროიტთან მხოლოდ 2 წუთით ათამაშეს

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა "ინდიანა პეისერსმა" "დეტროიტ პისტონსთან" გამართა და 111:95 გაიმარჯვა. სამწუხაროდ, საკმაოდ მოულოდნელად, გოგა ბითაძემ დღევანდელ თამაშში პარკეტზე მხოლოდ 2 წუთი გაატარა. ახალგაზრდა ცენტრი შესანიშნავ ფორმაში შევიდა, თუმცა "ინდიანას" მთავარი მწვრთნელი, ნეიტ ბიორკგრენი ქართველს მაინც არ ენდო. ბითაძემ მცირე დროში მხოლოდ 1 ასისტის გაკეთება მოახერხა. ბიორკგრენის გადაწყვეტილება კიდევ უფრო უცნაურია იმის ფონზე, რომ გუშინ გოგამ "ბრუკლინთან" ბრწყინვალე თამაში აჩვენა. 21 წლის კალათბურთელმა 13 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. "ინდიანა პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 14 თებერვალს, "ატლანტასთან" გამართავს.

სხვა სტატიები