Belive

ბითაძე კვლავ შესანიშნავია - ორმაგი დუბლი დენვერის წინააღმდეგ

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ში, რეგულარუსი სეზონი დასასრულს უახლოვდება და კლუბები ფლეი-ოფებისთვის ემზადებიან. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა "დენვერს", რომელიც "ინდიანას" ესტუმრა და 7 ქულიანი სხვაობით 118:125 გაიმარჯვა. ძირითად ხუთეულში დაიწყო თამაში გოგა ბითაძემ, რომელსაც უმძიმესი სამუშაო ჰქონდა. ქართველ ცენტრს ნიკოლა იოკიჩისა და დემარკუს კაზინსის წინააღმდეგ უწევდა თამაში. გოგა ბითაძემ პარკეტზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 17 ქულა (2 სამქულიანი), 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება იყო. შეგახსენებთ, რომ "ინდიანა პეისერსი" ფლეი-ოფში ვერ გავიდა, ისინი დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფებიან.

სხვა სტატიები