Belive

ზედიზედ მეორედ - ბითაძე ოკლაჰომასთანაც სასტარტო ხუთეულში იქნება

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
22 აპრილს, გამთენიისას, "ინდიანა პეისერსი" რეგულარული სეზონის მორიგ თამაშს "ოკლაჰომასთან" გამართავს. უდიდესი ალბათობით, გოგა ბითაძე აღნიშნულ შეხვედრას სასტარტო ხუთეულში დაიწყებს. როგორც იცით, "ინდიანას" მაღლები დომანტას საბონისი და მაილს ტერნერი ტრავმირებულები არიან, რის გამოც ქართველს გაცილებით მეტი შანსი ეძლევა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ცენტრმა წინა თამაშიც "სან ანტონისთან" ძირითად ხუთეულში დაიწყო. "პეისერსის" მიერ გამოქვეყნებულ სავარაუდო ხუთეულში გოგა ისევ მოხვდა. "სან ანტონიოსთან" მან კოჭის ტრავმა მიიღო, თუმცა, როგორც ჩანს, ბითაძემ "ოკლაჰომასთვის" გამოჯანმრთელება მოასწრო.
gogbita

სხვა სტატიები