Belive

ბითაძე პარკეტს 5 ქულით დაუბრუნდა

3 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
დღეს NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრა "ინდიანა პეისერსმა" "კლიპერსთან" გამართა და დიდი ანგარიშით, 129:96 დამარცხდა. აღნიშნულ თამაშში პარკეტს დაუბრუნდა გოგა ბითაძე. შეგახსენებთ, რომ ქართველ ცენტრს მუხლის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც მან სეზონის საწყისი 12 მატჩი გამოტოვა. გოგამ "კლიპერსთან" 15 წუთი მიიღო, რა დროშიც 5 ქულას, 2 მოხსნას, 1 დაფარებასა და 2 ჩაჭრას მოუყარა თავი. ბითაძემ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 ჯარიმა გამოიყენა. "ინდიანა პეისერსი" 8 მოგებითა და 5 მარცხით პლეი-ოფის ზონაშია, შემდეგ თამაშს კი გუნდი 21 იანვარს, "დალასთან" გამართავს.

სხვა სტატიები