Belive

ბითაძე პირველსავე ეტაპიდან ოკლაჰომაში?!

5 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBAdraft.net საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაციას აქვეყნებს. პორტალმა იმ კალათბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც კარიერას ზაფხულში ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გააგრძელებენ. სიაში 24-ე პოზიციაზე საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრი, გოგა ბითაძე მოხვდა. გამოცემა უნიჭიერეს ქართველ კალათბურთელს, რომელიც "ბუდუჩნოსტის" ღირსებას იცავს, დრაფტის პირველსავე ეტაპზე აყვანას უწინასწარმეტყველებს და მას "ოკლაჰომას" უკავშირებს. NBA-ს დრაფტი 2019 წლის 20 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები